ქრისტინა მაკარაშვილი
ქრისტინა მაკარაშვილი
ვარ თბილისის „სახარების რწმენის ეკლესიის“ წევრი. ვგალობ ამავე ეკლესიის მგალობელთა გუნდში. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, ვარ მომავალი კარდიოქირურგი და მედიცინის დოქტორი. ექიმობა ბავშვობიდან ჩემი პროფესიული ოცნება იყო, თუმცა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არა საუკეთესო ექიმობა, არამედ ისაა, რომ ჩემი სპეციალობით თუ ნებისმიერი ჩემი ინტერესის სფეროთი ვემსახურო ღმერთს და ვიყო, უპირველესად, კარგი ქრისტიანი და ადამიანი, შემდეგ კი - კარგი ექიმი. მედიცინის გარდა, მაქვს ინტერესის სხვა სფეროებიც: ვუკრავ ფორტეპიანოზე, ვმღერი და თავისუფალ დროს ვწერ ჩანახატებს, ლექსებს და მოთხრობებს. ადამიანში ყველაზე მეტად უბრალოებასა და თავმდაბლობას ვაფასებ, რადგან ვფიქრობ, ეს უკანასკნელნი ყველაზე მეტად ამშვენებენ მას. მიყვარს მოგზაურობა და წიგნების კითხვა. ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, უპირველესი წიგნია ბიბლია, მხატვრული ლიტერატურიდან კი ეტელ ლილიან ვოინიჩის „კრაზანას“ გამოვარჩევდი. ჩემი საყვარელი საგალობელია „Oceans.“ გოსპელის გარდა, ვუსმენ კლასიკურ მუსიკასაც, საყვარელი კომპოზიტორია მოცარტი, კომპოზიცია კი - „Lacrimosa.“ ვცდილობ, ვიყო ის სინათლე, რომელსაც ღმერთი გულდაჭრილი და უიმედო ხალხის განსაკურნად და გასათავისუფლებლად გამოიყენებს. საყვარელი ბიბლიური მუხლია იოანეს 3:16: „რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რადგან ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“ საყვარელი ციტატა: „სიმშვიდე დაუმარცხებელი პასუხია ცხოვრების ყოველ გამოწვევაზე.“