ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

ვინ არის იესო ჩემთვის?

"ქრისტიანის ბლოგის" ადმინისტრატორი 6 ნოემბერი, 2025
"ქრისტიანის ბლოგის" ადმინისტრატორი 6 ნოემბერი, 2025 68 ნახვა
68

იყო ადამიანი, არ არის მარტივი… გადიოდე მრავალ ბრძოლას, ტკივილს და სისუსტეს, არ არის მარტივი… არ ჩაგყლაპოს საზოგადოებამ, არ არის მარტივი… გქონდეს სხვადასხვა და უამრავი კომპლექსი,  არ არის მარტივი… არც ისაა მარტივი, ტკივილის გამზიარებელი და შენი გულის წუხილის გამგები რომ არავინ გყავს… არავინ, ვისაც შენი ბოლომდე ესმის… ვინმე, ვინც დაცემულს წამოგაყენებს და არ დაგცინებს, არამედ უბრალოდ გაგიგებს, ცრემლებს მოგწმენდს და გულში ჩაგიკრავს… მთელი გულით, მთელი სიწრფელით გეტყვის, რომ უყვარხარ…

და აი, სწორედ ასეთი განადგურებული, დაცემული, სულდაფლეთილი ვიყავი, აღარაფრის იმედი აღარ მქონდა; მივიჩნევდი, რომ ჩემი ცხოვრება ასე დამთავრდებოდა, ასეთი მიუღებელი და უარყოფილი ვიქნებოდი ბოლომდე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იესო გამოჩნდა…

ვინ არის იესო ჩემთვის?! ერთხელ ლოცვაში ვუთხარი მას: „ჩემი ჰაერი ხარ, ჩემი ჟანგბადი ხარ, იესო! უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია-მეთქი!“ დიახ, იგი ჩემი ჰაერია; იესო არის ის, ვინც ჰაერზე მეტად მჭირდება სიცოცხლისთვის…

იესო პასუხია ჩემს ყველა კითხვაზე, ჩემი ცხოვრების პასუხი, ჩემი ცხოვრების აზრი… არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მაგრამ ის ჩემი ძალაა; იესოა ის, ვინც თვალიდან ცრემლს მწმენდს და მაძლიერებს; თავის ძალას და სიმტკიცეს მმატებს და შესაძლებლობას მაძლევს, რომ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდე!..

დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთთან ერთად ძლიერი ვარ და ყველაფერი შემიძლია, არ დავეცემი, არ მოვკვდები და გავიმარჯვებ, რადგან იესო ჩემთანაა, რადგან მან გამარჯვება აღმითქვა.

ის ჩემი გამაჯვებაა! ჩემი იარაღი და ფარია ყველა პრობლემის წინაშე. ჩემი სიძლიერეა! კიდევ? კიდევ მეგობარია… მეგობარი, რომელთან საუბარიც ყოველთვის და ნებისმიერ თემაზე შემიძლია… მეგობარი, რომელსაც ჩემი ესმის, ჩემს ტკივილს გრძნობს, ყოველთვის ჩემ გვერდითაა და ხელს არ მიშვებს. მეგობარი, რომელიც დაცემულს ზევიდან არ გადმომხედავს იმის ფიქრით, რომ მაჯობა და ჩემზე ძლიერია…

პირიქით, მან თავი დაიმდაბლა, განკაცდა და ჩემ გამო ტკივილი აიტანა, რომ ჩემი ტანჯვა შეემსუბუქებინა. შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ იესო ჩემი ცხოვრების საშლელია… საშლელი, რომელმაც ძველი ცხოვრება, ცოდვები და ყველა ტკივილი წაშალა. კალამიცაა, რომელმაც ჩემი ცხოვრების ფურცელზე წერა დაიწყო… და მუდამ წერს გეგმებს, რომლებიც ჩემზე განიზრახა – სასიკეთო და არა საბოროტო. კიდევ? არ ვიცი, კიდევ რა გითხრათ, ის სინათლეა, რომელიც სულს მინათებს; წყაროა, რომელიც მწყურვალს მარწყულებს; სარკეა, რომელიც ჩემს შინაგანში მახედებს და შეცდომების გამოსწორებისაკენ მიბიძგებს; ისაა, ვინც ჩემ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში მეხმარება. სასწაულმოქმედია… მაჩუქა სიცოცხლე, რომლის არსებობა დაბადების პირველივე წამებიდან საფრთხის ქვეშ დადგა და ამის შემდეგაც ყოველ ნაბიჯზე მიფარავს და მიცავს. ობლობისგანაც დამიხსნა, დედიკოს სიცოცხლე მაჩუქა… და თან არაერთხელ. დაიკოც მაჩუქა… გულით, ცრემლებით ნანატრი დაიკო, რომელზეც ყველა ამბობდა, რომ ვერ იცოცხლებდა, მაგრამ იცით, რა? ჩემი უფალი იესო ყოვლისშემძლეა!  სასწაულმოქმედია! მისთვის შეუძლებელი არაფერია! ჩემი სინათლეა, ჩემი ძალაა, ის არის ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავ; სითბოა, სიყვარულია, მეგობარია, რომელიც არ დამიმსახურებია, მაგრამ მისი სიყვარული იმდენად დიდია და იმდენად დიადი, რომ მან ჩემთვის, ერთი ცოდვილი, შეუმჩნეველი და უღირსი გოგოსთვის, თავი დაიმდაბლა და ჯვარცმა აიტანა; ეს გოგო თავის ჭურჭლად აქცია, შეიყვარა და შანსი მისცა…

არ ვიცი, კიდევ რა გითხრათ, უბრალოდ, ადამიანური სიტყვებისთვის დაუტეველია ის სიდიადე და ის სიწმინდე, რომელიც თავად ქრისტეა ჩემს ცხოვრებაში. ბოლოს მხოლოდ ამასღა ვიტყვი, რომ იესო თავად სიყვარულია! და ამ სიტყვებში ჩავატევ სულ, სულ ყველაფერს…

ანანო ბერიკაშვილი

"ქრისტიანის ბლოგის" ადმინისტრატორი

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

მიენდე აღმთქმელს, ნუ დაეჭვდები, იბრძოლე!

30 მარტი, 2020

ცარიელი ნავი

26 მარტი, 2019

ჩქამში მოჩურჩულე უფლის ხმა

1 თებერვალი, 2021

ნუ მოირგებ ნიღაბს…

3 ივლისი, 2020

რატომ მწამს ღმერთის?

3 დეკემბერი, 2019

იესოს შენი სჯერა!

7 დეკემბერი, 2020

იმ დღეს…

15 აგვისტო, 2019

ღვთიური სიცოცხლე შენში

23 თებერვალი, 2017

მოიშორე მწუხარება შენი გულიდან

4 ივლისი, 2022
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    ჭეშმარიტი თავისუფლება – წერილები ღმერთს

    20 მარტი, 2017
  • 3

    შენ არ შეგიძლია შეცვალო საკუთარი წარსული − შეცვალე მომავალი!

    24 ნოემბერი, 2016
  • 4

    ნუ იქნები გარემოების მსხვერპლი!

    12 მაისი, 2022
  • 5

    კმარა, უფალო!

    5 დეკემბერი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ