ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

მოისმინე მისი ხმა…

თორნიკე ხუბაშვილი 18 ივნისი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი 18 ივნისი, 2019 191 ნახვა
191

ღმერთის შვილებს ხშირად გვიჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მოვისმინოთ უფლის ხმა? რატომ არ გვესაუბრება ის?  რა უნდა გავაკეთო, რომ ღმერთმა ისურვოს ჩემთან საუბარი? მინდა, წმინდა წერილიდან ერთი მუხლი შემოგთავაზოთ, რომელიც მრავლისმთქმელია.

  • „დავდგები ჩემს სადარაჯოზე, ავალ კოშკზე და დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.“ (აბაკუმი 2:1)

წმინდა წერილის ეს ადგილი, სულ მცირე, სამ მნიშვნელოვან დეტალზე გვესაუბრება:

  1. დავდგები ჩემს სადარაჯოზე.

დავუდარაჯდეთ! სადარაჯო  ̶ ეს არის ჩვენი ლოცვის ადგილი.

ყოველი ქრისტიანის ცხოვრებაში აუცილებელია, არსებობდეს ლოცვის ადგილი! დრო და მომენტი იმისათვის, რომ დაიღვარო უფლის წინაშე, დააფასო და დაუთმო ძვირფასი გამოყოფილი დრო მას… რომელი დროც მხოლოდ მისი იქნება, რომელ დროსაც შენ მარტო იდგები მის წინაშე ხელის შემშლელი ყველა ფაქტორის გარეშე.

  • „უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.“ (ფსალმუნი 5:3)
  1. ავალ კოშკზე და დავაყურადებ.

მივაყურადო – წრფელად მოვუსმინო.

შეწყვიტე საქმიანობა და მიაყურადე უფალს. მზად იყავი მის მოსასმენად, მიუხედავად იმისა, სასიამოვნო იქნება თუ არა მისი ხმა შენი ემოციური მდგომარეობისთვის / ხორციელი კაცისთვის. მივიღოთ მისი სიტყვა ზუსტად ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი ადამიანური ინტერპრეტაციისა და გადაკეთების გარეშე, რამეთუ მან ზუსტად იცის, რა გვჭირდება!

„სული ჩემი მოელის უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგი  ̶ დილას, დიახ, ვიდრე გუშაგი ̶ დილას.“ (ფსალმუნი 129:6)

  1. რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე…

ვუპასუხო  ̶ მზად ვიყო მოსმენილის შესასრულებლად!

სანამ მის ხმას მოვისმენთ, უნდა გვესმოდეს, რომ მოგვიწევს პასუხის გაცემა; მოგვიწევს რეაგირება მოსმენილი სიტყვის შესაბამისად. ძალიან ხშირად სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც არ საუბრობს ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში. მან იცის, რომ მზად არ ვართ იმის მოსასმენად, რასაც ვითხოვთ.

ერთხელ ახალგაზრდა ჭაბუკმა მიირბინა იესოსთან და აღტაცებულმა ჰკითხა: „რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“ როდესაც მოისმინა, რომ ყველაფერი უნდა გაეყიდა და შემდეგ დაბრუნებულიყო მასთან, ძალიან დაღონდა, რადგან მზად არ იყო დავალების შესასრულებლად.

ჩვენც, როდესაც უფალთან მივდივართ, უნდა გვესმოდეს, რომ ემოციებმა კი არა, მტკიცე გადაწყვეტილებამ უნდა მიგვიყვანოს იესოსთან. აბაკუმ წინასწარმეტყველი სანამ მოისმენდა უფლის ხმას, ის უკვე ფიქრობდა, რომ უნდა ეპასუხა კიდეც მისთვის!

ჩემო ძვირფასო მეგობარო, ღმერთს სურს შენთან საუბარი და ის ელოდება, თუ როდის მონახავ ადგილს, როდის დაელოდები მას, და როდის იქნები მზად, რომ მისი სიტყვის შესაბამისად იმოქმედო! სწორედ მაშინ გაიხსნება ღმერთის უხვი და კურთხეული ბაგე შენს ცხოვრებაში!..

თორნიკე ხუბაშვილი

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წევრი.
მოზარდთა და ახალგაზრდული მსახურების მსახური.
TCM International Institute - ს სტუდენტი (თეოლოგიის ფაკულტეტი).

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

კრიმინალის რომანტიზაცია, ანუ უკან, წარსულში?!

22 ოქტომბერი, 2020

გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…

14 ივლისი, 2016

შობა, იმედის ზეიმი

16 დეკემბერი, 2021

ღმერთი არასოდეს შეგაქცევს ზურგს…

27 აპრილი, 2019

იქნებ

9 ივნისი, 2022

ცხოვრებას თავიდან ვერ ჩართავ…

15 ოქტომბერი, 2018

ღმერთი ჩვენ შორის, როგორც ყოველთვის…

19 იანვარი, 2021

არასწორი მოლოდინი

10 ივლისი, 2019

ჩვენც იქ ვიყავით…

22 თებერვალი, 2017
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    ჭეშმარიტი თავისუფლება – წერილები ღმერთს

    20 მარტი, 2017
  • 3

    შენ არ შეგიძლია შეცვალო საკუთარი წარსული − შეცვალე მომავალი!

    24 ნოემბერი, 2016
  • 4

    კმარა, უფალო!

    5 დეკემბერი, 2019
  • 5

    განმშორდი, უფალო

    14 სექტემბერი, 2022


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ