ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

შავეთის ველზე უფრო ახლოა ზეცის წყალობა

მარიამ ბაიდაშვილი 17 სექტემბერი, 2021
მარიამ ბაიდაშვილი 17 სექტემბერი, 2021 688 ნახვა
688

დამშრალ მდინარეში ფეხშიშველა გავრბოდი და ვყვიროდი: ო, დედამიწავ, საიდან მოველ და ვის ვესწრაფვი?! აპკურე წყალი ჩემს ბაგეებს და დამშრალი კანი მომირწყე ზეციური მადლით!..

ნეტავ რას ნიშნავს წყალობა ზეცის და სიყვარული უფლისმიერი?.. შორიდან ვტკბები და ცხადად ჯერაც არ მიგემია…

ნეტავ რას ნიშნავს ეს სიყვარული?! 

ისე მიყვარდა, როგორც ქარს უყვარს ქალაქში ქროლა… მე არ ვიცოდი, ვის ვეტრფოდი ასე ძლიერად და ასე ჩუმად… 

მარადიული ტრფობის საგანი შენ ხარ, უფალო, დაბადებიდან?!..  ჩემს ბაგეს ისევ აღმოხდებოდა: საიდან მოველ და ვის ვესწრაფვი ასე ჩუმად და ასე ძლიერად?!.. ზეცისკენ არის თურმე სავალი და ჩემი გულიც ამ გზას ესწრაფვის… 

მაჩვენეთ ჩემი ტრფობის საგანი ისე ახლოდან, რომ ვეხებოდე…  ვიცი, უფალი ჰქვია სიყვარულს, მაგრამ შეხება არ შემიძლია…

ტაძრად, ეზოში, მიწას ხელებით ვებღაუჭები და ვიმეორებ: ღმერთო, მაგემე წყალობა შენი!..  და ამოვარდა ქარი ისეთი…  ასე არასდროს არ უქროლია… ზღვებმა დატოვეს კალაპოტები და ისმის შავი ღრუბლების ოხვრა… ქუხდა ცა ისე, როგორც აროდეს… და ცარიელმა ქუჩებმა იწყეს წვიმით ავსება… აშრიალებული კაბის კალთებს შევყურებდი და ისე მციოდა, რომ ვიწყე გლოვა… ადიდდა წყლები და გავიქეცი… ზღვამ იწყო მხრების გაშლა და ოხვრა, მთებმა – ძახილი, ზეცამ – ქუხილი და ყინვისაგან გაცივებული მიწად დავეცი!.. ტალახის გვერდით ვიწექი უხმოდ… ადგომა ისე აღარ შემეძლო, როგორც ვენახში – გამხმარ თავთავებს… 

მზეო, ამოდი, მზეო, ამოდი, გამითბე კანი!..  თითქოს მზემ იგრძნო ჩემი ძახილი: უცებ განათდა, მაგრამ ნათელი მზისა არ არის, ეს უფალია, ჩემი მეტრფეა… როგორ ახლოდან ვხედავ მის სახეს… მისი ხელები გადამეფარა და აღარ მესმის ღრუბლების ოხვრა…  ჩემს ცრემლებს მუჭად იგროვებს ღმერთი და ამ მუჭიდან იზრდება იასამანი…  გაყინულ კანზე შემომხვია კვართის ნაჭერი… იმდენ ნაწილად გაყოფილა ქრისტეს სამოსი, სიცივის ხანა თუ დადგება, ყველას გაათბობს!..  უკიდეგანო ზღვებმა და მთებმა იწყეს გაპარვა შიშით და თრთოლით… ქარი გაყუჩდა, წვიმა ღრუბლებში დარჩა და მიწად აღარ დაგუბდა… მერე შევყვირე: ამიხდა ნატვრა, ვიხილე ცხადად წყალობა ზეცის და სიყვარული უფლისმიერი… ჭეშმარიტება სიყვარულია, რომელსაც ჰქვია ჩემი უფალი!..

შავეთის ველზე, სევდათა ზღვაში უფრო ახლოა ზეცის წყალობა… 

მე დავინახე ტრფობის საგანი, ისე ახლოდან, როგორც არასდროს და განსაცდელის ჟამს შევიცანი მისი დიდება!.. რომ არა ეს ზღვა, ქარი და ჭექა, ვერ გიხილავდი, მეუფევ ჩემო!.. როგორც იობი იტყოდა დასასრულს ძნელი ჟამისას, ასე აღმოხდა ჩემს ბაგეებსაც: „ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, უფალო, ახლა კი ჩემმა თვალებმა გიხილეს შენ!..“  და ჩავეჭიდე ჩემი უფლის ახლოდან ნანახ-ნაგრძნობ სიყვარულს უკუნისამდე და უსასრულოდ… ისე ძლიერად, ისე ხმამაღლა და ისე ცხადად, რომ დაანგრევდა აშენებულ სასახლეს შიშის და ბნელეთის გზაზე, შავეთის ველზე გახდებოდა ჩემი სანათი…

მარიამ ბაიდაშვილი

ქალაქ გორის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წევრი.
ეკლესიის მგალობელთა გუნდის მსახური.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ჩვენც მოვხუცდებით…

31 მაისი, 2018

იბადები, ადამიანო

1 ივნისი, 2023

შობის საჩუქარი

25 დეკემბერი, 2022

მიუტევე არგუმენტის გარეშე

7 მარტი, 2023

წერილი ღმერთს

21 დეკემბერი, 2016

ეს შენთვის იყო…

5 ოქტომბერი, 2018

მადლიერების გზაზე მატარე, ღმერთო

1 თებერვალი, 2021

ნუ განიკითხავ…

4 მაისი, 2016

სულიერ სიცარიელეს მხოლოდ უფალი კურნავს

10 მარტი, 2021
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ცოდვა – კაცობრიობის ერთადერთი პრობლემა

    12 თებერვალი, 2019
  • 2

    პატიება ჯვრიდან

    26 მარტი, 2020
  • 3

    უყურე ცხოვრებას ფხიზელი თვალით – დალევა გამოსავალი არ არის!

    22 აპრილი, 2015
  • 4

    „უწყინარი“ შური

    15 აპრილი, 2019
  • 5

    უძღები შვილის დაბრუნება

    24 ივნისი, 2021


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ