ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

არ მრცხვენია სახარების!

თამუნა შაქარაშვილი 15 თებერვალი, 2017
თამუნა შაქარაშვილი 15 თებერვალი, 2017 485 ნახვა
485

მე არ მეშინია, ვისაუბრო ქრისტეზე, რადგან მას არ შეეშინდა ჯვარცმულიყო ჩემთვის.

მე არ მეშინია, ავიტანო ლანძღვა, რადგან ქრისტეს არ შეეშინდა ჩემ გამო აეტანა დამცირება.

არ მეშინია, ავიტანო დაცინვა, რადგან დიდების მეფემ, უფალთა უფალმა, განკაცებულმა ღმერთმა, ცოდვილი ადამიანისთვის და ცოდვილი ადამიანისგან დაითმინა დაცინვა ჩემ გამო…

მე არ მეშინია, დავამოწმო მის შესახებ, მე არ მეშინია, ვისაუბრო გაბედულად ჩემს გადამრჩენელზე, თუ რა დიდებული და საოცარია იგი.

არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე…

არასოდეს დამავიწყდება, რომ მან მიხსნა, არასოდეს დამავიწყდება, რა გადაიტანა ჩემ გამო და იმ ხალხის გამოც, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ: „ჯვარს აცვით, ჯვარს აცვით იგი…“ ის კი არ დანებდა, არ დაეცა და მესამე დღეს აღდგა, გაიმარჯვა სიკვდილზე და გზა გაგვიხსნა ზეცისკენ.

მე არ მრცხვენია მისი… არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე… მთელ დიდებას და ქებას მივუძღვნი ჩემს მხსნელს, დიდებულს, ამაღლებულს, ძლევამოსილს და საიმედო დასაყრდენს.

დადგება დღე, როდესაც ქრისტე კვლავ დაბრუნდება…

გადაწყვიტე, რომ იცხოვრო მისთვის, შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ (იოანე 8:32). გახსოვდეს, რომ ის მარად ერთგულია, არ მიგაგდებს და არ მიგატოვებს, არ დაივიწყებს აღთქმებს, რომლებიც დაგიდო, რადგან მაშინაც კი, როდესაც შეეძლო მოეხმო ანგელოზთა ლეგიონებისთვის, მან არჩია, თავი გაეწირა შენთვის ჯვარზე.

არ უარყო მისი მსხვერპლი, ნუ დაივიწყებ, რომ ის შენთვის ეწამა. ნუ შეგრცხვება იესო ქრისტესი…

მე იესო ქრისტეს მორწმუნე ვარ და არ მრცხვენია სახარების!

თამუნა შაქარაშვილი

ვარ ჟურნალისტიკის ყოფილი და ამჟამად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ჩემი ინტერესის სფერო ძირითადად ხელოვნება და სპორტია. მიყვარს სიმღერა, ცეკვა, თეატრალური სფერო და ასევე ფეხბურთი. :) დავდივარ თბილისის სახარების რწმენის ეკლესიაში და ჩართული ვარ ქება-დიდების გუნდის მსახურებაში. ძალიან მიყვარს საგალობლები და მათგან გამორჩეული Hillsong-ის „Transfiguration“-ია. ჩემი საყვარელი ბიბლიური მუხლებია: „ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.“ (ფსალმუნი 118:37) და ესაია წინასწარმეტყველი 43:1-2: „...ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ. ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლი, რადგან მე ვიქნები შენთან. როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება.“ ჩემი საყვარელი და გამორჩეული ციტატა, რომელიც ქრისტიანულ ბანაკში მოვისმინე, არის: „დაიცავი უფლის მაღალი სტანდარტები და სტანდარტი დაგიცავს შენ!“ ვფიქრობ, რომ ერთადერთი, ვის მიმართაც სრულყოფილ სიყვარულს განვიცდი, რაც ადამიანს ძალუძს, ღმერთისადმი სიყვარულია, რადგან ის ერთადერთია, ვისიც შეიძლება მჯეროდეს, მრცხვენოდეს და სრულ ნდობას ვუცხადებდე; რადგან ის ერთადერთია, რომელმაც შეძლო, ჩემში გარდატეხა მოეხდინა და ვფიქრობ, ჯერ კიდევ გარდატეხის და უკეთესობისკენ სწრაფვის პროცესში ვარ.

მისწერე ავტორს ფეისბუკზე

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

შენ ცუდი არ ხარ!

21 ივნისი, 2021

ვინ არის შენი საქართველო?

21 თებერვალი, 2023

უფალი წონის გულებს

4 ივნისი, 2019

გოდება უდაბნოდან (ნაწილი მეორე)

9 ოქტომბერი, 2023

შენთან მოვა უფალი, არ დააგვიანებს

7 მაისი, 2019

მისი თვალები შეხვდა ჩემს თვალებს

20 დეკემბერი, 2019

მძიმე თუ წერტილი?!…

4 ოქტომბერი, 2015

ნეტავ ადამიანები ვარსკვლავები ვყოფილიყავით…

13 სექტემბერი, 2022

ნუ ემსგავსებით ქვეყნიერებას

31 ივლისი, 2019
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018
  • 2

    უფალი მკურნალია!

    28 იანვარი, 2021
  • 3

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 4

    რა ღირს ადამიანი?

    1 დეკემბერი, 2016
  • 5

    ღმერთი არს ჩვენთან!

    24 ივნისი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ