ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

კაცთა სისუსტე – ძილი!

ნიკა ჯიაძე 17 სექტემბერი, 2019
ნიკა ჯიაძე 17 სექტემბერი, 2019 221 ნახვა
221

რა ხდება მაშინ, როცა გვძინავს?

შენ მაშინ გღვიძავს!

ამ დროს ვინ იძვრის ცოცხლად?

ვინ უძღვის სამყაროს მაჯისცემას?

ვინ მფარველობს დიდსა თუ პატარას?

ვარსკვლავებს ებაასები,

პლანეტებს ესაუბრები,

ფრინველთ ასაზრდოებ, 

ცხოველთ აძლიერებ, 

გულს სიცოცხლის სუნთქვით ავსებ.

ჩვენ კი, უფალო…

ღმერთო, რა უსუსურები ვართ, 

ჩვენ გვძინავს! 

რა უპასუხისმგებლობაა ძილი! 

ვინ შეეწევა უბადრუკს, ვინ განიკითხავს ჩაგრულს, ვინ ანუგეშებს მარტოსულს, ვინ თანაუგრძნობს გულგატეხილს, ვინ დაიხსნის მომაკვდავს?

აი, კაცთა სისუსტე – ძილი! 

შენ კი გღვიძავს!

შენ არ შეგფერის ძილი, უფალო!

კი მაგრამ, უფალო! ერთგან სძინავთ და მეორეგან ღვიძავთ… 

ზუსტად ასეა!

მე კიდევ, როცა მძინავს, საერთოდაც არაფერზე არ ვფიქრობ, არავის ბედი არ მანაღვლებს… არც ჩემი მშობლების, არც მეგობრების… 

თუნდაც სიკვდილთან ქიშპობდნენ, ტკივილს ებმოდნენ,

ბნელთან ცილობდნენ და სენს ებრძოდნენ.

თუნდაც ერთი მეტრი მაშორებდეს მათგან…

როცა მძინავს, ვის სტკივა, ვის სცივა, ვინ კვდება… ჩემთვის სულერთია…

ღმერთო, რა გულგრილი ვარ!..

ერთ წუთს არ შეველევი…

და შენ, უფალო, 

ვინ შეგედრება?

რატომ არ ისვენებ, უფალო?

შენ რატომ არ იძინებ, უფალო?

ჭეშმარიტად შენ განაღვლებს ჩვენი ყოფა. 

ჭეშმარიტად შენ ხარ მარადის ცოცხალი და ყველგან მყოფი. 

ჭეშმარიტად შენ ხარ იმედი კაცთა.

ახლა ვხვდები, რომ კეთილი მხოლოდ შენ ხარ, უფალო!

და მე…

⁃ უფალო, დღეიდან გპირდები!

⁃ რას მპირდები?

– გავიღვიძებ, უფალო!

– და რას გააკეთებ?

– ვილოცებ, უფალო! მეც მოვუსმენ ჩაგრულთ, მეც ვიტირებ, მეც თანავუგრძნობ ობოლთ, მეც ამოვუდგები მხარში სუსტებს. ერთ წუთს მაინც გავიღვიძებ, უფალო, ერთ წუთს!

ნიკა ჯიაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი განათლება: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი ინტერესის სფერო: წიგნები, მსოფლიო ისტორია, გამონათქვამები. საყვარელი ციტატები: თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს, და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს.” (მარკოზის სახარება) „პატივი ეცი ადამიანს და არა ტანსაცმელს.” „ზღვა იმიტომ არის დიდი, რომ პატარა მდინარეებს არ უგულებელჰყოფს.” „ყოველი ადამიანი საკუთარი ბედის არქიტექტორია.”

მისწერე ავტორს ფეისბუკზე

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

დააკვირდი, სად თესავ

16 დეკემბერი, 2022

ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

7 ოქტომბერი, 2020

“ლგბტ საზოგადოება – როგორ მოვექცეთ?!”

18 მაისი, 2019

თვალი უფლისა მის მოშიშებზეა…

12 ნოემბერი, 2021

„მომეცი ძალა, კიდევ ერთი გადავარჩინო“

30 ნოემბერი, 2016

დაიცავი შენი გული

27 ივლისი, 2019

რით კვებავ შენს ურთიერთობებს?

31 ივლისი, 2019

ადექი და აიღე შენი ჯვარი!

9 ივნისი, 2016

ოსტატი

7 მაისი, 2021
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    ჭეშმარიტი თავისუფლება – წერილები ღმერთს

    20 მარტი, 2017
  • 3

    შენ არ შეგიძლია შეცვალო საკუთარი წარსული − შეცვალე მომავალი!

    24 ნოემბერი, 2016
  • 4

    ნუ იქნები გარემოების მსხვერპლი!

    12 მაისი, 2022
  • 5

    კმარა, უფალო!

    5 დეკემბერი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ