ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

სიცარიელე, სახელად უღმერთობა

თეონა მენაბდიშვილი 27 ივნისი, 2019
თეონა მენაბდიშვილი 27 ივნისი, 2019 1K ნახვა
1K

„ამბობს უფალი: ‘წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზეა დანდობილი და ხორცისგან მოიცემს ძალას, უფალს კი შორდება მისი გული.’“ (იერემია 17:5).

უმეტესად, უამრავი ადამიანით ვართ გარშემორტყმულნი, ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, სოციალური ქსელის სრულიად უცნობი აუდიტორია. გავურბივართ მარტოობას და ხშირად ამით არა მხოლოდ სოციალურ საჭიროებას ვიკმაყოფილებთ, არამედ ღმერთის ჩანაცვლებასაც ვცდილობთ. 

ადამიანები იმ ტკივილგამაყუჩებლებივით მოქმედებენ ჩვენზე, რომლებსაც დროებითი ეფექტი აქვთ, განკურნება კი არ შეუძლიათ.

დგება მომენტები, როცა სრულიად მარტონი აღმოვჩნდებით, როცა სხვების გამხნევება, რჩევა, თანადგომა სრულიად უშედეგო ხდება და უამრავი ამაო მცდელობის შემდეგ კვლავ აღმოვაჩენთ, რომ არავის,  გარდა ღმერთისა, არ შეუძლია ჩვენი სიცარიელის შევსება.

საკმარისია, მხოლოდ ღმერთი გვიჭერდეს მხარს, მაგრამ მაინც ადამიანებისას ვეძებთ; საკმარისია, მის წინაშე გვქონდეს გული წრფელი, ჩვენ კი მაინც ადამიანებისთვის ჩვენებას ვცდილობთ და ჩვენი გულიც  თოკზე დარჩენილი სარეცხივით იმტვერება, ხუნდება…

მართალია, ისიც მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენზე, როგორ შემოგვხედეს, რამდენად სწორად გაგვიგეს, რამდენად დაინახეს ჩვენი გული… მაგრამ ადამიანის თვალი ხომ ყველაფერს ვერ ხედავს და არც მის ყურს ესმის ყველაფერი. არც მათგან უარყოფაა მარადიული და არც მათი კეთილგანწყობა იქნება მუდმივი.

გულთამხილველი კი გვიცნობს.

ყველაფერი იცის ჩვენი გულისა, დაბუდებული ტკივილიც და შიშის წამიერი გაელვებაც; კართან ატუზული ეჭვიც და შემოჩვეული ცოდვაც.

„ღმერთმა იცის“ ნიშნავს, რომ მას უკვე გამოსავალიც აქვს.

გამოცდილებით ხომ უკვე ვიცით, რას ნიშნავს ადამიანზე დანდობილთა წყევლა; ხომ უკვე ვნახეთ, როგორ შეუძლიათ  ̶  იმედი გაგვიცრუონ ყველაზე ძვირფასებმა; ხომ გვიგემია იუდას კოცნაც; ისიც ხომ ვნახეთ, რომ თანამგრძნობი, ერთგული მეგობრები, მშობლები  ̶  ყველანი უძლურნი არიან, როცა საქმე ადამიანის გულსა და სულს ეხება.

მან, ვინც სული შთაბერა ადამიანს სიცოცხლისთვის, იცის, როგორ შეუბეროს სული მის ჭრილობებს; იცის, როგორ გვიმკურნალოს.

მოდით, გავისწოროთ გულები, გავაშიშვლოთ და შევამოწმოთ უფლის წინაშე.

უფრო მნიშვნელოვანი ხომ არ გახდა, ადამიანების თვალში ვიყოთ მართალნი, ვიდრე ღმერთისა? მის  ნაცვლად ადამიანზე დანდობილნი ხომ არ გავხდით? ხომ არ ვცდილობთ, სხვებს დავაკისროთ ის, რაც მხოლოდ უფალს შეუძლია?

მოდით, კიდევ ერთხელ მივცეთ გულები ოსტატს გამოსაძერწად, თუნდაც ჩვენთვის არასასიამოვნო ჩურჩული მოვისმინოთ, რთული და რისკიანი.

მივცეთ გულები ოსტატს…

„კურთხეულია კაცი, რომელიც უფალზეა დანდობილი, უფალი იქნება მისი დასაყრდენი.“ (იერემია 17:7).

 

თეონა მენაბდიშვილი

ქალაქ გორის „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიის წევრი.
TCM International Institute - ს სტუდენტი (თეოლოგიის ფაკულტეტი).
„საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი.“ - ს თანამშრომელი.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ერთი ცოდვილის ისტორია

2 მაისი, 2020

ღმერთი, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა…

31 იანვარი, 2018

წერილი ახალგაზრდებს

14 თებერვალი, 2017

მთების გადაადგილება დაიცდის

25 მარტი, 2020

იყავი ნამდვილი!

27 მაისი, 2020

იფიქრე, რაზე ფიქრობ

17 მარტი, 2022

სამყაროს სჭირდება ქრისტე!

24 აპრილი, 2019

ნუ ცხოვრობ წარსულით, წინ მომავალია!

24 აპრილი, 2017

შენ ხარ სინათლე

21 თებერვალი, 2023
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    „გაიქეცი უფალთან შესახვედრად“

    27 ოქტომბერი, 2021
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    და რა გვაბრკოლებს, რომ გადავრჩეთ?!

    18 სექტემბერი, 2018
  • 4

    იფიქრე, რაზე ფიქრობ

    17 მარტი, 2022
  • 5

    ხელი უფლისა, ჩემთვის ნალურსმევი – წერილები ღმერთს

    27 მარტი, 2017


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ