ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

წერილი ახალგაზრდებს

მაკო ჭიაბრიშვილი 14 თებერვალი, 2017
მაკო ჭიაბრიშვილი 14 თებერვალი, 2017 486 ნახვა
486
„განცხრომა-სიამოვნება ეს ის კლდეა, ახალგაზრდობის უმრავლესობა რომ მიენარცხება ხოლმე.“ (ჩესტერფილდი)

– შემომხედე, მე ვერასდროს ვიქნები შენნაირი მტკიცე და გამართული…

– მიმოიხედე ირგვლივ, იმის ნაცვლად, რომ მიზანმიმართულად, თავდაჯერებულად, რწმენით აღსავსე მიაპობდე ოკეანის ტალღებს და იმარჯვებდე თვალუწვდენელ ტალღებზე, ჭაობში გაუნძრევლად ჩაფლულხარ, შენივე ნებით, რადგან არავინაა წინდახედული, რომელმაც ვერ შენიშნოს მის წინ სიბინძურე, ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ გამუდმებით ზომავს გადასადგმელ ნაბიჯებს, ასწორებს კომპასს და დაკვირვებით ზომავს ყოველივეს სივრცესა და დროში…

მე ყოველთვის არ ვყოფილვარ ასეთი, როგორსაც მიყურებ. რომ შემეძლოს ჩემი ცხოვრების უკანასკნელი ორმოცი წელი უკან დავაბრუნო, მტკიცედ გადავწყვეტდი, ღვთით ბოძებული ნიჭისა და უნარისთვის არაფერი მევნო და საკუთარი წილი სიცოცხლე არ გამეწირა იმათი ხათრით, ვინც თავისას არ უფრთხილდება.

შენ უნდა იცოდე, რომ ყოველთვის ფეხზე მყარად ვერ იდგები. უნდა იცოდე, რომ ქრისტიანისთვის ვარდისფერი სათვალე არ არსებობს დედამიწაზე და თუ ღმერთის დაუსრულებელი წყალობით, დღემდე მხრებში გაშლილი მოხვედი, უფლება არ გაქვს, ზურგში დაბერილმა ცხოვრების ნიავმა მუხლებში ისე მოგკეცოს, წამოდგომის ძალა ვერ იპოვო საკუთარ თავში. ცხოვრებაში ჩვენ ხან ნოყიერი ნიადაგი ვართ, ხან – მწირი; ხან მომნანიებელნი, ხან კი – უძღები შვილები; ხან აღვსებულნი, ხან – დაცარიელებულნი; ხან ნათელში, ხანაც ბნელში მავალნი.

მას შემდეგ, რაც პირველად დაეცემი და გაგიჩნდება გრძნობა, თითქოს უფალმა ხელი გაგიშვა, უნდა იცოდე, რომ სინამდვილეში ასე არ არის. ღმერთი კი არ განეშორება ადამიანს, პირიქით, ცოდვილი ადამიანი გაურბის მას, ვიდრე ღმერთი მის თვალთახედვას არ მიეფარება. ადამიანი ვიდრე სიტყვით და საქმით შესცოდავდეს, ჯერ ფიქრით სცოდავს. ფიქრი ცოდვის დასაბამია, ყველა დანარჩენი ზნეობრივი შეცოდებანი კი მისი შედეგია. უნდა იცოდე, რომ ღმერთის წინაშე ქრისტიანი გაბედულად იმის გამო კი არ დგას, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ მისგან იღებს გაბედულებას, რწმენის მეშვეობით.

გააზრება იმისა, რომ წამიერი სიამოვნება, საკუთარი ჟინის მოკვლა შენი დაცემის მიზეზია, ფეხზე წამოდგომის საშუალებას გაძლევს. ფიქრი სიბრძნეა, სიბრძნე კი დიდ ცოდნას და წუხილს გვაძლევს. წუხილი არ უნდა უგულებელყო, რადგან ის გეხმარება საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებაში. იცოდე, ყოველთვის გექნება მხარდაჭერა და ტვირთის შემსუბუქების შანსი უფლისგან, თუ ამას რწმენით ითხოვ.

ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლე ყველაფერი, ნუ ხარ დაცემული და გაყინული ერთ ადგილას. იხოხე მანამ, სანამ ძვლების სიმტკიცეს იგრძნობ კიდურებში. წამოდექი და იარე ნელი ნაბიჯებით მანამ, სანამ სირბილს შეძლებ და არ გქონდეს იმედი, რომ აღარასდროს წაიქცევი. შენ უნდა ისწავლო რეალობის მკაცრი ანალიზი. შენ უნდა იცოდე, რომ შანსი გაქვს მანამ, სანამ წამოდგომა ძალგიძს და შეგიძლია.

შემომხედე, მეც შენნაირი ადამიანი დავიბადე. ცხოვრებამ უამრავ განსაცდელში გამომატარა, მაგრამ მივხვდი, რომ დანებება არ მომიტანდა სულის სიმშვიდეს, დანებება და საკუთარი თავის შეცოდება არ მომიტანდა შვებას, ამიტომ წამოვდექი, ბევრჯერ… ცხოვრების ცეცხლში მომიწია გავლა, რომელიც ფიზიკურად და სულიერად გხუთავს, გწვავს, გტანჯავს, მაგრამ არჩევანს გიტოვებს – შეგიძლია გაიარო ან ჩაიფერფლო.

მე ახლა სიმშვიდე მაქვს და სიხარული უფალთან შეხვედრისა!

ნუ იქნები სუსტი!
იყავი ჭეშმარიტი ქრისტიანი!
შენ დაბადებული ხარ გამარჯვებისთვის!
გახსოვდეს – არ არსებობს „აღდგომა“ „გოლგოთის“ გარეშე…
წამოდექი!!!
მაკო ჭიაბრიშვილი

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…

13 ივლისი, 2016

ღვთის ნება და ჩვენი მოლოდინი…

22 მარტი, 2019

გოდება უდაბნოდან (ნაწილი მეორე)

9 ოქტომბერი, 2023

აღდგომა – ტრადიციად ქცეული რიტუალი თუ ქრისტეს გამარჯვება...

27 აპრილი, 2019

არ მრცხვენია სახარების!

15 თებერვალი, 2017

ვინ არის იესო ჩემთვის?

6 ნოემბერი, 2025

ის მოკვდა, რათა გვქონოდა საუკუნო სიცოცხლე

20 სექტემბერი, 2021

აქ ვარ, უფალო…

30 მაისი, 2017

ცარიელი ნავი

26 მარტი, 2019
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    ჭეშმარიტი თავისუფლება – წერილები ღმერთს

    20 მარტი, 2017
  • 3

    შენ არ შეგიძლია შეცვალო საკუთარი წარსული − შეცვალე მომავალი!

    24 ნოემბერი, 2016
  • 4

    კმარა, უფალო!

    5 დეკემბერი, 2019
  • 5

    განმშორდი, უფალო

    14 სექტემბერი, 2022


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ