ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

მთების გადაადგილება დაიცდის

ნიკა ჯიაძე 25 მარტი, 2020
ნიკა ჯიაძე 25 მარტი, 2020 336 ნახვა
336

სანამ რწმენით მივალთ, დავფიქრდეთ.

საზოგადოება ასე გახლეჩილი იშვიათად მინახავს.

რწმენით მივიდეთ ეკლესიებში თუ დავემორჩილოთ უსაფრთხოების ზომებს?

ერთნი ითხოვენ ბრძნულად მოქცევას, მეორენი – თავიანთი რწმენის დაცვას.

მოდით, კარგად გავაანალიზოთ.

ჩვენ წინაშეა პანდემიად გამოცხადებული სასტიკი ვირუსი, რომელიც ყოველდღიურად ასობით ადამიანს ხოცავს.

ამ კონკრეტულ ვირუსს სერიოზული მიდგომა სჭირდება, საგანგებო ზომებით მოქმედება და მაქსიმალური თავდაცვა, რასაც გვირჩევენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები და რასაც ასე ვეთანხმებით თითოეული ჩვენგანი.

როგორ იქცევა ჩვენი ქვეყნის მთავრობა?

მას აქვს კეთილი ნება ‒ დაიცვას თავისი მოქალაქენი.

მისი ამოცანა არაა მორწმუნეთა დაბრკოლება და ეკლესიების რბევა, როგორც ძველ დროში ხდებოდა, იმ მიზნით, რომ ბოლო მოეღოთ ქრისტიანული რწმენისათვის, არამედ მისი ნებაა საყოველთაო უსაფრთხოება!

ხელისუფლება ეკლესიას და მის ცალკეულ წევრს ‒ მორწმუნეს კი არ ებრძვის, არამედ ებრძვის ვირუსს მათთან ერთად.

ეს არც მახეა და არც კომპრომისი გახლავთ, არამედ მზრუნველობა მთავრობისგან.

მაგრამ მეორე მხარე ძახილით მეტყვის: მე ჩემი რწმენა მაქვს! არ მინდა, შეურაცხვყო ჩემი რწმენა და სარწმუნოება!

ახლა ორი სიტყვა რწმენისა და ლოცვის შესახებ.

პირველი – რწმენა, რომელიც მთებს გადადგამს.

„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას, აქედან იქით გადადიო, გადავა; და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.“

ებრაულ ლიტერატურაში არსებობს დაუძლეველი დაბრკოლების გადალახვის მეტაფორული ფრაზა „მთის გადადგმა“. შესაბამისად, როდესაც ჩვენი რწმენის წინამძღოლი, ქრისტე, გვესაუბრება მთის გადადგმაზე, ის მიუთითებს ძლიერ რწმენასა და ისეთ სასწაულებრივ ძალაზე, რომელიც სწორედაც რომ კურნავს სნეულებს, აძლიერებს სუსტებს, იხსნის განსაცდელში მყოფთ. „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, გულში კი არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, ექნება მას.“  მაგრამ ეს დიდი გამოწვევაა, მიუხედავად იმისა, რომ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენად მიიჩნევა, მოციქულებიც კი ძნელად ეჭიდებოდნენ ამ სიმაღლეს.

მეორე – ლოცვა გეთსიმანიისა.

მაგალითი გვხვდება გეთსიმანიის ბაღში, სადაც ქრისტემ უკვე იცის, რომ ადამიანთა ცოდვები უნდა იტვირთოს, ჯვარი აზიდოს, საკუთარი თავი ბოლომდე დაიმდაბლოს და მსხვერპლად გაიღოს – აღასრულოს მამის ნება. აი, ამ ძნელბედობის ჟამს, როცა ქრისტე აგონიაში იყო, „ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: ‘მამაო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ.’“

რას ნიშნავს „იყოს შენი ნებისამებრ?“ მას უნდა, რომ გეთსიმანიის ბაღი ჩვენც გავიაროთ, განვმარტოვდეთ, თავი დავიმდაბლოთ, საკუთარი შეცდომები ვაღიაროთ. აი, უპირველესად, რა სურს ღმერთს – „და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას.“ ‒ ბიბლია.

ასე რომ, ნუ გაიქცევი მთების გადასაადგილებლად, თუ ჯერ გეთსიმანიის ბაღი არ გაგივლია.

მთების გადაადგილება დაიცდის!

არჩევანი თქვენზეა.

დიდი პატივისცემით.

ნიკა ჯიაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი განათლება: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი ინტერესის სფერო: წიგნები, მსოფლიო ისტორია, გამონათქვამები. საყვარელი ციტატები: თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს, და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს.” (მარკოზის სახარება) „პატივი ეცი ადამიანს და არა ტანსაცმელს.” „ზღვა იმიტომ არის დიდი, რომ პატარა მდინარეებს არ უგულებელჰყოფს.” „ყოველი ადამიანი საკუთარი ბედის არქიტექტორია.”

მისწერე ავტორს ფეისბუკზე

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

დაღლილი თვალები კვლავ იხილავს ჰორიზონტიდან ამომავალ მზეს

17 მაისი, 2021

თუ დაგიტოვებია კითხვა უპასუხოდ…

27 იანვარი, 2020

შენც შეეხე იესოს რწმენით

21 აპრილი, 2022

ადამიანებს სცივათ და შიათ

23 იანვარი, 2023

ნუ ცხოვრობ წარსულით, წინ მომავალია!

24 აპრილი, 2017

უღმერთობა გვსჯის

5 დეკემბერი, 2019

ნუ მოირგებ ნიღაბს…

3 ივლისი, 2020

ენდე ღმერთს

11 მარტი, 2021

უხილავი ტვირთი

1 თებერვალი, 2021
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    იფიქრე, რაზე ფიქრობ

    17 მარტი, 2022
  • 2

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 3

    უძღები შვილის დაბრუნება

    24 ივნისი, 2021
  • 4

    უფლის წუხილი დაკარგულ კრავზე

    15 მაისი, 2018
  • 5

    და მაინც, მან მოგიწოდა

    20 ნოემბერი, 2018


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ